4:22 PM
ფერგიუსონის შემცვლელი შესაძლოა კლოპი გახდეს



ყოველ შემთხვევაში, "მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა ასე ფიქრობს.

ბრიტანული პრესა იტყობინება, რომ "ემიუს” ხელმძღვანელებმა სერ ალექს ფერგიუსონის შემცვლელი უკვე იპოვნეს. დორტმუნდის "ბორუსიას” ბოლოდროინდელი წარმატების ფონზე, "წითელი ეშმაკუნების სამწვრთნელო შტაბში შოტლანდიელი სპეციალისტის მთავარი შემცვლელი იურგენ კლოპია.

მიუხედავად ამისა, მანიკუნიანელები მოვლენების განვითარების დაჩქარებას არ აპირებენ, რადგან ჯერჯერობით ფერგიუსონი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებას არ აპირებს, კლოპმა კი უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ "ბორუსიასთან” გაფორმებული კონტრაქტის ვადის ბოლომდე ამოწურვას აპირებს.

ინსაიდერები იტყობინებიან, რომ ფერგიუსონმა "ემიუს” თავკაცის პოსტზე მის შემცვლელად კლოპის დანიშვნის კანდიდატურა მოიწონა.

მანიკუნიანელებისთვის მთავარი პრობლემა ისაა, როდესაც დრო მოვა, კლოპი შესაძლოა სხვა ევროპული გრანდის მწვრთნელი გახდეს, რადგან ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში "დორტმუნდის” მიერ ჩადენილი სასწაულების შემდეგ ძალიან ბევრმა გრანდმა 45-წლის გერმანელს თვალი დაადგა.

ნანახია: 302 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: