2:13 PM
ფერგიუსონი: "ვფიქრობ, გიგსი კიდევ ერთ სეზონს ითამაშებს"



"ემიუს" მთავარმა მწვრთნელმა "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გუშინდელ გამართულ სათასო მატჩზე ისაუბრა, სადაც მისმა გუნდმა მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა, ასევე გაუკეთა კომენტარი რაიან გიგსის თამაშს.

"გიგსმა შესანიშნავად ითამაშა. ვფიქრობ, რომ იგი კიდევ ერთი სეზონი ითამაშებს. მე მასში ვერანაირ სისუსტესა და ნაკლს ვერ ვხედავ. იგი ფანტასტიკურ ბალანსს ინარჩუნებს. რაიანი - უბრალოდ საოცარი ადამიანია".

"რუნის ვერგამოუყენებელი პენალტი? სწორედ ეს პრობლემა უნდა გამოვასწოროთ (უეინ რუნის მიერ გუშინდელ შეხვედრაში ვერგამოყენებული თერთმეტმეტრიანი "ემიუსთვის" მიმდინარე სეზონში 5-ე აღმოჩნდა). ასეთი შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ".

"პრემიერ ლიგაში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც პენალტებს უნაკლოდ ასრულებენ. მაგალითად, რიკი ლამბერტი "საუთჰემპტონიდან", რომელიც თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გოლის გატანა არ უჭირს. ასევე მეტ ლე ტისიე, რომელსაც 48 დარტყმული პენალტიდან 47 გატანილი აქვს",-განაცხადა Sky Sports.
 
ნანახია: 289 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: