"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი "ვესტ ბრომვიჩთან" გამარჯვებით კმაყოფილი დარჩა.
"ვან პერსის გამოსვლამ ჩვენთვის თამაში შეცვალა. როცა ის და პოლ სქოულზი შევუშვი, მოედანზე ყველაფერი დაწყნარდა. "ვესტ ბრომვიჩი" მეორე ტაიმში დომინირებდა და ჩვენს დაცვის ხაზზე ზეწოლას ახდენდა. მათ ძალიან კარგად ითამაშეს", -განაცხადა ფერგიუსონმა დღევანდელი მატჩის შემდეგ, რომელიც "ემიუმ" 2:0 მოიგო.
"ამჯერად დაცვაში უფრო თავდაჯერებულად ვითამაშეთ. სეზონის ნახევარი გავიარეთ და კარგ პოზიციაზე ვართ. "უიგანთან" მატჩამდე რამდენიმე მოთამაშე უნდა დავასვენო. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კიდევ გავიმარჯვოთ".