9:33 AM
ფერგიუსონი: "ტორესი თვითონაა დამნაშავე"

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი მიიჩნევს, რომ მატჩის საკვანძო მომენტი ბრანისლავ ივანოვიჩის გაძევება გახდა.

"გაძევების შემდეგ ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მოვიგებდით" - ამბობს ფერგიუსონი.

"მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ, ამაზე უკეთესს ვერც ვინატრებდი. პირველი ტაიმის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე "ჩელსიმ" ინიციატივა ჩაიგდო ხელში. რაც შეიძლება მალე გვინდოდა შესვენებაზე გასვლა." 

"შეიძლება ჩანდეს, რომ გადამწყვეტი გოლი ჩვენ თამაშგარედან გავიტანეთ. ამ ეპიზოდში გაგვიმართლა, რადგან ბურთი ჩაითვალა." - აგრძელებს შოტლანდიელი სპეციალისტი.

"ტორესის გაძევება? ვფიქრობ, მას შეეძლო ფეხებზე დგომა და სირბილის გაგრძელება, მაგრამ მან წაქცევა ამჯობინა. რადგან მას ერთი გაფრთხილება უკვე ჰქონდა, დამნაშავე თავადაა."
 
ნანახია: 287 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ფერგიუსონი: ტორესი თვითონაა დამნაშა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: