6:10 PM ფერგიუსონი – ინგლისის წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოს მიღების ფავორიტი | |
![]() სერ ალექსმა შესაძლოა ფეხბურთიდან წასვლამდე კიდევ ერთი საჩუქარი მიიღოს. გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი, ინგლისის ლიგის საფეხბურთო მწვრთნელების ასოციაციის ვერსიით, მიმდინარე სეზონის ინგლისის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოს მიღების მთავარი ფავორიტია. ამ ტიტულის მიღება ინგლისის ნებისმიერ დივიზიონში მომუშავე ნებისმიერ სპეციალისტს შეუძლია. ცნობისათვის, ფერგიუსონი ამ გამოკითხვის გამარჯვებული 1999, 2008 და 2011-წლებში უკვე გახდა. ეს პრიზი 1994-წლიდან გადაეცემათ ინგლისში მომუშავე მწვრთნელებს. საინტერესოა, რომ სერ ალექსის მსგავსად სამჯერ მიიღო ეს ჯილდო დევიდ მოიესმაც, რომელიც ძალიან მალე 71-წლის შოტლანდიელს "ემიუს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეცვლის. "ჩვენი აზრით, ალექსმა ეს პრიზი დაიმსახურა”, – აღნიშნა მწვრთნელების ასოციაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა. პრიზი 20 მაისს გამარჯვებულს ლონდონში გადაეცემა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |