10:34 PM
ფერდინანდს ინგლისში ლეგიონერების ლიმიტის დანერგვა უნდა



"ემიუს” მცველი მიიჩნევს, რომ ასე ეროვნულ ნაკრებს წარმატების მიღწევის უფრო დიდი შანსი ექნება.

"ჩვენი ნაკრები სუსტდება, რადგან პრემიერ ლიგაში ძალიან ცოტა ინგლისელი თამაშობს. "მან სიტი” – "ნიუკასლის” შეხვედრა გაიხსენეთ. 22 ფეხბურთელიდან მხოლოდ სამი ინგლისელი. ეს სირცხვილია”.

"თუ თქვენ ამბობთ, რომ ლეგიონერების ლიმიტის დანერგვაა საჭირო, მაშინ ასეთ იდეას აუცილებლად მხარს დავუჭერ”.

"მაგალითად, თურქეთში გუნდში ათ უცხოელ ფეხბურთელზე მეტი არ უნდა ირიცხებოდეს და მატჩის განაცხადში ექვსზე მეტი ამა თუ იმ მწვრთნელს არ უნდა შეჰყავდეს. ვიცი, რომ იურიდიულად ევროპული კანონები ამის გამეორებას კრძალავს, იმიტომ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. მაგრამ, თუ ინგლისური ფეხბურთის დაცვა გინდათ – მსგავსი რამ უნდა დანერგოთ”, – განაცხადა რიო ფერდინანდმა The Mail-თან საუბრისას.

წყარო: Sky Sports

ნანახია: 268 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: