10:25 PM ფელაინი მეთოფეების სამიზნეში | |
![]() არსენ ვენგერის ორი მთავარი მოთხოვნა კლუბისთვის ფელაინი და იგუაინია. ამ უკანასკნელისთვის "არსენალმა” უკვე გადადო 22 მილიონი ევრო და დიდი შანსია მომავალ სეზონში, არგენტინელი სწორედ "მეთოფეებში” ვიხილოთ. უკანასკნელი ინფორმაციით ინგლისურ კლუბს მხოლოდ ფორმალურობაღა აკლია მის ოფიციალურად გასაფორმებლად. რაც შეეხება ფელაინს, "ევერტონი” მას 23 მილიონ ევროდ აფასებს და როგორც ჩანს, მას ადვილად არ შეელევა. ვენგერს კი მრავალჯერ უთქვამს, რომ ბელგიელი დაეხმარება მას ტიტულებისთვის ბრძოლაში, იმ ტიტულებისთვის, "არსენალს” ასე ძალიან რომ აკლია.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |