დღეს ყველაზე აქტუალურია თემა მადრიდის რეალი თუ კატალონიის ბარსელონა??? კრიშტიანუ რონალდუ თუ ლიონელ მესი? ამ კითხვებს ასეა თუ ისეა პასუხი მოეპოვება, თუმცა ყველა ადამიანი მას თავისებურად აღიქვამს, არანაირი ტიტული და ურთიერშეხვედრა ვერ ავლენს მათ შორის საუკეთესოს, კითხვა კი მუდმივი ხდება თუნდაც რეალმა მოახერხოს მეტოქის დამარცხება და პირიქით. ასევეა რონალდუსა და მესის შორისაც, რონალდუს გულშემატკივრები და ადამიანები, რომლებსაც ყელში ამოუვიდა მესის რეკორდები და არანორმალური შედეგები მიიჩნევენ, რომ პორტუგალიელი უფრო მრავალმხრივი და ძლიერია ვიდრე ხავისა და ინიესტას გვერდით მოთამაშე მესი, რომელსაც მუდმივად ამარაგებენ შესანიშნავი გადაცემებით კატალონიის ბარსელონაში და ეს უკანასკნელიც გოლების გატანით არ იღლება, რაზეც მისი 82 გატანილი გოლიც მეტყველებს 2012 წლის სეზონისათვის, რომელიც ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და გერდ მიულერის რეკორდამდე, რომელიც 85 გოლს შეადგენს, მხოლოდ სამი გოლი აკლია, რაც ძნელი წარმოსადგენია მოუხსნელი დარჩეს მესისათვის.
არავინ დავობს კრიშტიანუ რონალდუს ტალანტზე, მის უდიდეს პოტენციალზე და ნიჭზე და მე თუ მკითხავთ ის მართლაც ბევრად აღემატება მესის ძალიან ბევრ საფეხბურთო ასპექტში, თუმცა მესის დრიბლინგს ვერაფერს უხერხებს, არადა ერთ დროს ეგ იყო მისი მთავარი კოზირი, თუნდაც მანჩესტერ იუნაიტედში ასპარეზობისას. კარგად მახსოვს მანჩესტერის 7:1 მოგებული მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე რომასთან, სადაც რომაელთა მცველმა პანუჩიმ განაცხადა: "ჩამიყენეთ მატორი და მე შევეცდები რონალდუს შეჩერებას" ის იყო უბრალოდ ბრწყინვალე და ასეთია დღესაც, მისი დარტყმის არეალის განსაზღვრა ნებისმიერი მეკარისათვის ურთულეს ამოცანას წარმოადგენს, მისი ბომბარდირული ნიჭიც გასათვალიწინებელია, მაგრამ მესის წელს ამ კომპონენტში ნამდვილად ვერ შეეცილება და თავს მხოლოდ იმით თუ იმართლებს, რომ მესისგან განსხვავებით ის უფრო შორიდან იწყებს შეტევებს და არ წარმოადგენს ნომინალურ თავდამსხმელს, მესისგან განსხვავებით, რომელიც უკვე ფაქტიურად მთავარ დამრტყმელ ძალას წარმოადგენს ბარსელონას რიგებში.
მე არ ვადარებ არც რონალდუს და არც მესის ერთმანეთს და არც ვცდილობ მათ შორის საუკეთესოს გამოვლენას, მე უბრალოდ გული მწყდება, რომ 2008 წლიდან მოყოლებული ამ ორი ფეხბურთელი ასპარეზად გადაიქცა საფეხბურთო სამყარო, ბავშვების უმრავლესობა, რომლებიც ამ დროში იწყებენ ფეხბურთის ყურებას მხოლოდ მესისა და რონალდუს შორის აკეთებენ არჩევანს და შესაბამისად მათი საყვარელი კლუბებიც, მადრიდის რეალი და ბარსელონა გახლავთ. მე მენატრება უახლესი წარსული: ზინედინ ზიდანის, ბრაზილიელი რონალდოს,კანის, ნედვედის, დელ პიეროს, ანრის, რაულის, კარლოსის, ტოტის, მალდინის, რივალდოს, ნისტელროის, რონალდინიოს თამაში და ის დრო, სადაც ზოგი იუვენტუსს და დელ პიეროს, მილანს და შევჩენკოს, ინტერს და თუნდაც ძანეტის, ვიერის, რეკობას გულშემატკივრობდა, არ მინდა გუნდების და ფეხბურთელების ჩამოთვლაც, ვისაც ეკუთვნის ეს სტატია, ნამდვილ წეშმარიტ გულშემატკივრებს და არა მადრიდისტებსა და მესისტებს გამიგებთ, იმ ფეხბურთელების და გუნდების არ ჩამოთვლასაც მაპატიებთ, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ ხსენებას.ალბათ ყველანი ერთხმად ვაღიარებთ, რომ 1997 წელს ბრაზილიელი რონალდოს მიერ გატანილი 34 გოლი ლა ლიგაში არაფრით ჩამოუვარდება მესის 50 გოლს წინა სეზონში. ფეხბურთი იცვლება და იცვლება მენტალიტეტიც, მე ასე ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ არცთუ უსაფუძვლოა ჩემი აზრი, ორი გუნდის და კონკრეტული ფეხბურთელების თამაში არ არის სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა და რამდენიც არ უნდა თქვათ მანიუს, ჩელსის, ბავარიას, იუვეს და მილანის ფანებმა, მიუხედავად იმისა რომ მე ძალიან მაღიზიანებს და არ მომწონს ეს, მაინც ბარსელონას და რეალის სახელებს ვხედავთ, ყველგან პირველ გვერდზე, ეს ორი გუნდი ზედმეტად გაპიარებული მეჩვენება და ვფიქრობ რომ დღეს მათ გვერდით მანიუს დაყენება თუ არა, ხსენება მაინც შეიძლება მიუნხენის ბაიერნთან ერთად.
ასეთი არასოდეს ყოფილა ფეხბურთი, იყო პელე და იყო მარადონა, თუმცა მათ ერთად არ უთამაშიათ მაშინ როცა კარიერის პიკზე იყვნენ, მესი და რონალდუ კი კარიერის პიკში ყოფნით უდიდეს პრობლემას უქმნიან ყველას, მითუმეტეს ახლა როცა 2013 წელი და 7 იანვარი ახლოვდება, დღე როდესაც ფიფამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გამოავლინოს, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მესისა და რონალდუს შორის დასახელდება ერთ-ერთი და თუ მეოთხე ოქროს ბურთის გადაცემა არ "გაუტყდება" პლატინს მესისთვის, ალბათ მაინც არგენტინელს აღიარებენ წელსაც საუკეთესოდ.