9:36 PM ფეხბურთელები და ზაფხული: ნასრი ვეგასში ატარებს დროს, ბრიტანული დესანტი – ბარბადოსში | |
როგორ ისვენებენ პრემიერ ლიგის ფეხბურთელები – პატარა ფოტომიმოხილვაში. "მან სიტის” ნახევარმცველი სამირ ნასრი, თავისი 26-ე დაბადების დღის აღსანიშნავად, ლას-ვეგასში მეგობარ გოგონასთან ერთად გაემგზავრა. "მონაკოს” ახალწვეული თავდამსხმელი რადამელ ფალკაო ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად მაიამიში ისვენებს. არც ბენუა ასუ-ეკოტო ჩამორჩება თავის კოლეგებს. გასულ კვირაში კამერუნელმა ცაში პარაშუტით "იმოგზაურა”, ახლა კი, ლას-ვეგასში ჩავიდა, სადაც უკვე მოასწრო ამ რობოტთან გაცნობა. მთელი ბრიტანული დესანტი მზიანი ბარბადოსის დასაპყრობად გაემგზავრა. დარენ ბენტი პლიაჟზე წევს და ისვენებს, აი ფილ ნევილი და დარონ გიბსონი კი დროს აქტიურად ატარებენ. მაგრამ, ბენტმა ჩვენზე უკეთ იცის, თუ როგორ უნდა გაატაროს თაფლობის თვე თავის ახალ მეუღლესთან კირსტი მაკლარენთან ერთად… | |
|
სულ კომენტარები: 0 | |