10:00 PM ფაულერი: “ლივერპულმა” სუარესი უნდა შეინარჩუნოს | |
![]() "წითლების” ექს-ფეხბურთელმა ფორვარდის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით ისაუბრა. "ლივერპულის” 26-წლის ურუგვაელ თავდამსხმელ ლუის სუარესზე სატრანსფერო ფანჯარაზე კოლოსალური მოთხოვნაა – ბომბარდირის მიმართ ბოლო პერიოდში ინტერესი ევროპული ფეხბურთის ისეთმა გრანდებმა გამოხატეს, როგორებიც "ბაიერნი”, "რეალი” და "იუვენტუსი” არიან. ამავდროულად, ფორვარდს, რომელიც თავისი ექსცენტრიული ქმედებებითაა განთქმული, ბრიტანულ პრესასთან და ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტთან, რომელმაც ლუისი არაერთხელ გააკრიტიკა მწარედ და ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია გამოუწერა, კონფლიქტი შეექმნა. "შეგვიძლია კრიტიკულად შევხედოთ იმას, თუ რას აკეთებს სუარესი, თუმცა, პირველ რიგში, მის თამაშს უნდა ვუყუროთ. შემიძლია ვთქვა, რომ პრემიერ ლიგის გასული გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ ლუისია”, – აცხადებს "ლივერპულის” ექს-ფეხბურთელი რობი ფაულერი. "ისეთი ფეხბურთელის ყოლით, როგორიც სუარესია, ნებისმიერი კლუბი გაძლიერდება. სწორედ ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ იგი "ლივერპულში” კიდევ მრავალი წელიწადი დარჩება. რთული არაა იმის გაგება, თუ რატომ ინტერესდებიან სუარესით ტოპ-კლუბები. თუმცა, თუ იგი მაინც წავა, კლუბმა მის სანაცვლოდ მიღებული ფული სწორად უნდა განკარგოს და რამოდენიმე კარგი ფეხბურთელები შეიძინოს”, – დაასრულა ცნობილმა ფორვარდმა. წყარო: Goal.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |