10:01 PM ფანებმა ასპილიკუეტა, სილვა და სოლდადო აირჩიეს | |
![]() "AS”-მა ჩაატარა გამოკითხვა იმის შესახებ, თუ ვინ უნდა იდგეს დღეს ესპანეთის ეროვნული ნაკრების ძირითადში, რომელიც "კონფედერაციის თასზე” ურუგვაის დაუპირისპირდება. გამოკითხვის შედეგებს თუ დავუჯერებთ, ფანებს "ფურია როხას” კარში დღეს იკერ კასილასის ხილვა სურთ, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ დიდი პერიოდი ტრავმის გამო გამოტოვა, შესანიშნავად ჩაატარა ბოლო ამხანაგური მატჩი. ესპანელთა კაპიტანმა ამ გამოკითხვაში 4982 ხმა მიიღო. როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე ადგილზე "ბლაგურნას” კიპერი, ვიქტორ ვალდესი გავიდა, რომელიც ძალიან დიდი სხვაობით ჩამორჩა იკერს(1640 ხმა). დაცვის ცენტრში, როგორც მოსალოდნელი იყო გულშემატკივართა ხმების უმრავლესობა სერხიო რამოსმა(6597) და ხერარდ პიკემ(5994) მიიღეს. დაცვის მარცხენა ფლანგზე ფაქტიურად უკონკურენტოა ხორდი ალბა(5851), რომელმაც გულშემატკივართა გულის მოგება ჯერ კიდევ "ევრო 2012″-ზე მოახერხა. განსხვავავებით წინა ოთხი პოზიციისა, სიანტერესო შედეგი დაფიქსირდა გამოკითხვაში, რომელიც დაცვის მარჯვენა ფლანგს შეეხებოდა. ამ პოზიციაზე მაყურებლებმა ნდობა "ჩელსის” მარჯვენა მცველს, ასპილიკუეტას გამოუცხადეს, რომელმაც 3333 ხმა მიიღო, რითაც აჯობა მადრიდის "რეალის” უკანახაზელ ალვარო არბელოას(2092). რა თქმა უნდა, მოედნის ცენტში "ბარსას” სამეული ლიდერობს: ჩავი(6150), ინიესტა(6564) და ბუსკეცი(5319). ამ უკანასკნელმა გამოკითხვაში მატას, კასორლასა და ფაბრეგასს აჯობა. მოედნის მარცხენა ფლანგზე ფანების სიმპათია "სიტის” შემტევმა, დავიდ სილვამ(4992) დაიმსახურა, რომელმაც უკვე მის თანაგუნდელ, ხესუს ნავასს(1595) აჯობა. ხოლო, მოედნის მარჯვენა ფლანგზე კი პედრო(2693) ლიდერობს. საინტერესო სურათი მივიღეთ ფორვარდის პოზიციაზე, სადაც ყველასთვის მოულოდნელად სოლდადომ იმარჯვა. "ღამურების” ლიდერმა 2855 ხმა მოაგროვა, რითაც აჯობა მის უძლიერეს კონკურენტებს, ვილასა(2376) და ტორესს(2087). | |
|
სულ კომენტარები: 0 | |