9:45 PM ფანები – ვენგერს: “Spend some fucking money” | |
![]() გუშინ, არსენ ვენგერს იმედი ჰქონდა, რომ მისი გუნდი გულშემატკივრებს გაახარებდა და ტიტულების მოგების იმედს ჩაუსახავდა, თუმცა ამის ნაცვლად, ფანებმა ყველაფერი ცუდი გაიხსენეს, რასაც ფრანგზე ფიქრობენ. "არსენალი” საკუთარ მოედანზე "ასტონ ვილასთან” განადგურდა, ანგარიშით 1:3. სეზონის წინ მთელი "არსენალი” საუბრობდა, რომ კლუბი დიდი შენაძენებისთვის მზად იყო და სატრანსფერო ბიუჯეტი 70 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენდა. მაგრამ, ჯერჯერობით, ლონდონელებს ამ თანხიდან ერთი ცენტიც კი არ დაუხარჯავთ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კი მხოლოდ და მხოლოდ ორი კვირაღაა დარჩენილი. გუშინ, ფანებს უკმაყოფილების გამოსახატავად ბევრი მიზეზი ჰქონდათ. მაგალითად, მათ შეეძლოთ არბიტრისთვის დაესტვინათ, რომელმაც მათი საყვარელი გუნდის კარში ორი პენალტი დანიშნა და ლორან კოშელნი გააძევა მოედნიდან, თუმცა ამის მაგივრად, ისინი არსენ ვენგერის წინააღმდეგ განეწყვნენ. მთელი სტადიონი შემდეგნაირ წინადადებას სკანდირებდა: "Spend some fucking money”. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ვენგერს ფანების სკანდირებებთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა. "რა შემიძლია გიპასუხოთ? ეს ჩემი პირადი ფული არაა, ასე მარტივად ვერ ავიღებ და ვერ დავხარჯავ”. წყარო: Independent.ie | |
|
სულ კომენტარები: 0 | |