8:49 PM ფალკაოს შეუძლია “რეალში”, “ჩელსიში” ან “ემიუში” “გაიქცეს” | |
![]() ფორვარდსა და "მონაკოს” შორის გაფორმებულ კონტრაქტში კურიოზული პუნქტია ჩადებული. შეგახსენებთ, 27-წლის კოლუმბიელი მდიდარი ფრანგული კლუბის შემადგენლობაში "ატლეტიკოდან” გადავიდა, უკვე ორი თვე არ იყო გასული, რომ რადამელის წასვლის სურვილთან დაკავშირებული ჭორები გავრცელდა, რადგან მისი უზარმაზარი ხელფასის ლომის წილი გადასახადების გადახდაში მიდის. Punto Pelota იუწყება, რომ ფალკაომ "მონაკო” შესაძლოა უკვე იანვრის თვეში დატოვოს, თუ სარფიან წინადადებას მიიღებს. ვარსკვლავის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუ "რეალი”, "ჩელსი” ან "ემიუ” მზადაა საჭირო თანხა გადაიხადოს, მაშინ ფეხბურთელს შეუძლია დაინტერესებულ მხარესთან მოლაპარაკებები თავისუფლად აწარმოოს და ტრანსფერიც განახორციელოს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში კოლუმბიელმა ლიგა 1-ში ჩატარებულ ოთხ მატჩში სამი გოლის გატანა მოახერხა. წყარო: Punto Pelota | |
|
სულ კომენტარები: 0 | |