9:48 PM ფალკაოს “მონაკოს” დატოვება უნდა | |
![]() ფორვარდს რუსი მულტიმილიონერის, დმიტრი რიბოლოვლევის კლუბის დატოვება სურს. მოულოდნელი სიხლე გაავრცელა ავტორიტეტულმა Marca-მ. ესპანური გამოცემის ცნობით, რადამელ ფალკაო ახალი პროექტით, სადაც ამ ზაფხულს გადაბარგდა, იმედგაცრუებულია. ფეხბურთელის განაწყენების მთავარ მიზეზად ძალიან მაღალი ფრანგული გადასახადები სახელდება. კოლუმბიელის ყოველწლიური ანაზღაურება 14 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა, ახლა, ფრანგული გადასახადების ცვლილების გამო, რადამელმა შესაძლოა მხოლოდ ამ თანხის ნახევარი მიიღოს. ასეთი სიტუაცია კი თავდამსხმელს საერთოდ არ აკმაყოფილებს, რადგან, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უარი მაღალი ხელფასის გამო განაცხადა. გარდა ამისა, ფალკაო არც იმითაა აღფრთოვანებული, რომ კლუბმა ვარსკვლავების შეძენა შეწყვიტა. იგი ფიქრობდა, რომ იმ კლუბში მიდიოდა, რომელიც მალევე მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდად ჩამოყალიბდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ფორვარდს "მონაკოს” დატოვება უკვე ამ ზაფხულს უნდა და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა საკუთარ ტრანსფერს ხელი შეუწყოს. კოლუმბიელის გადაბირების მთავარ პრეტენდენტებად Marca "რეალსა” და "ჩელსის” მიიჩნევს. წყარო: Marca | |
|
სულ კომენტარები: 0 | |