8:19 PM
ფალკაო შესაძლოა "პსჟ"-ში ვიხილოთ



რადამელი საფრანგეთის ლიგა 1-ში გადაბარგებას არ გამორიცხავს.

"საფრანგეთი - შესანიშნავი ქვეყანაა",-აცხადებს მადრიდის "ატლეტიკოს" კოლუმბიელი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო.

"მე ამ ქვეყანაში ვიყავი და ძალიან მომეწონა. "პარი სენ ჟერმენი" - ნამდვილად დიდი ამბიციების მქონე პროექტია. ამ კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე არაერთი მილიონი დახარჯა იმისათვის, რომ გუნდი გაეძლიერებინა და კონკურენტუნარიანი გაეხადა".

"მათ დრო სჭირდებათ, თუმცა, სავსებით შესაძლებელია, წარმატებას ძალიან სწრაფად მიაღწიონ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩემს ამ კლუბში გადაბარგებას არ გამოვრიცხავ",-დაასრულა კოლუმბიელმა.
 
ნანახია: 309 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: