10:00 PM
ფალკაო: "ჩვენ შეგვიძლია, რომ "ბარსელონას" კონკურენცია გავუწიოთ"



მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო, მიიჩნევს, რომ მისი გუნდი უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე მადრიდის "რეალი", რათა ლა ლიგაში "ბარსელონას" კონკურენცია გაუწიოს.

ამ მომენტისათვის, "ატლეტიკო" ლა ლიგაში მე-2 პოზიციას იკავებს, "ბარსელონას" შემდეგ, ხოლო "რეალი" თავის უმთავრეს კონკურენტს 13 ქულით ჩამორჩება.

"ისეთი ბიუჯეტი, როგორიც "რეალსა" და "ბარსელონას" აქვთ, ამის გათვალისწინებით, მათ კლუბებში მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები უნდა თამაშობდნენ," - განაცხადა ფალკაომ CUATRO-სთან ინტერვიუში.

"ჩემპიონატში სატურნირო მდგომარეობა შემდეგია. "ბარსელონა" 1-ელ პოზიციაზეა, ჩვენ მე-2, ხოლო "რეალი" მე-3. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია, რომ კონკურენცია გავუწიოთ "ბარსელონას", - ამბობს კოლუმბიელი.

ამ სეზონში, ლა ლიგაში, კოლუმბიელის ანაგრიშზე, 15 მატჩში 17 გოლია.
ნანახია: 254 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: