"ატლეტიკოს" 26 წლის კოლუმბიელმა ბომბარდირმა, რადამელ ფალკაომ, კლუბის დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა კუნთების ტრავმის გამო. შანსია, რომ მან კვირას "კამპ ნოუზე" "ბარსელონასთან" გასამართ მატჩში ვერ შეძლოს მონაწილეობის მიღება.
რადამელი, რომელმაც ლა ლიგის წინა ტურში ხუთი გოლი გაუტანა "დეპორტივოს", "ხეტაფესთან" კოპა დელ რეის მატჩის განაცხადში არ იყო. ის ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობს ვარჯიშს.
კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მადრიდელთა კიდევ ერთი თავდამსხმელის, ადრიან ლოპესის თამაშიც. ამ უკანასკნელმა სათასო შეხვედრაში ტერფი დაიზიანა.