9:36 AM
ფალკაო “ატლეტიკოში” კმაყოფილია



როგორც ჩანს, კოლუმბილელი ვარსკვლავის მომავალი ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა.

"სამუშაო ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით ძალიან იშვიათად ვფიქრობ. რეალობა არის ის, რომ ამჟამად კლუბთან სამწლიანი ხელშეკრულება მაკავშირებს.”-აცხადებს რადამელ ფალკაო გარსია.

"გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ჩემ სახელს უამრავ კლუბს უკავშირებდნენ, მაგრამ პატიოსნად ვამბობ, არ მიფიქრია იმაზე, თუ როგორ უნდა დამეტოვებინა "როხიბლანკო”.

"რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის დამოკიდებული "ატლეტიკოს” ფინანსურ შესაძლებლობებსა და ჩემი შენარჩუნების სურვილზე.”

"ვცდილობ არ ვიფიქრო ჭორების შესახებ, რომლებიც ჩემს თავს ტრიალებენ. ამის ნაცვლად, ვცდილობ გოლების გატანაზე ყურადღება გადავიტანო, როგორც "ატლეტიკოს” მოთამაშე.”-დაასრულა კოლუმბიელმა თავდამსხმელმა.

შეგახსენებთ, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ "მონაკოს” ხელმძღვანელობა მზადაა ფალკაოს სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.

წყარო: Sky Sports

ნანახია: 310 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: