5:16 PM
ფაბრიციო მიკოლის პრეტენზიები

ფაბრიციო მიკოლი იმ ფეხბურთელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც წონასთან მუდმივი პრობლემები აქვთ, მაგრამ, ამის მიუხედავად, ამ ფეხბურთელის კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანა წარმოუდგენელია. თავის დროზე "სკუადრა აძურასა" და ტურინის "იუვენტუსის" წევრი ახლა სიციალური "პალერმოს" ღირსებას იცავს და გუნდის უდავო ლიდერია.

მართალია "ბრენცო ბარგებაზე" შეკრებილი ქომაგი მიკოლიზე უბრალოდ გიჟდება, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ ფეხბურთელს სხვანაირი დაფასება უნდა ჰქონდეს და ეს მხოლოდ სიციალიურ ჭრილში არ უნდა დარჩენილიყო. ახლახან მიკოლიმ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ იტალიის ნაკრებში მხოლოდ 10 თამაში აქვს ჩატარებული. ის გულწრფელ უკმაყოფილებას გამოთქვას "სკუადრა აძურას" სხვადასხვა მწვრთნელის მისამართით და ნამდვილად ვერაფრთი ხსნის, თუ რატომ არ ენდობოდნენ მას იტალიის ნაკრების დამრიგებლები.

ახლა იმის თქმა შეიძლება მხოლოდ, რომ ფეხბურთელის ასაკიდან გამომდინარე, მას პრაქტიკულად არანაირი შანსი არ აქვს, იტალიის ნაკრებში გამოძახებისა.
 
ნანახია: 313 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ფაბრიციო მიკოლის პრეტენზიები | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: