8:56 AM ფაბრეგასი: "მესის გაყიდვა წარმოუდგენელია" | |
![]() კატალონიური გრანდის ნახევარმცველი, იოჰან კრუიფის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან მესის გაშვებასთან დაკავშირებით ისაუბრა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა საკუთარ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნეიმარის გადაბირების შემდეგ, კლუბიდან მესის გაშვების საკითხი უნდა განიხილოს. თუმცა, სესკ ფაბრეგასმა ამის საწინააღმდეგო კომენტარი გააკეთა, რომელიც მიიჩნევს, რომ "ბარსელონა" ლეოს გარეშე წარმოუდგენელია. "მესის გარეშე ჩვენი გუნდი წარმოუდგენელი იქნებოდა", - აცხადებს კატალონიელთა მეოთხე ნომერი. "იგი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი დაკარგვის შემთხვევაში, გუნდი არ დაეცემა, მაგრამ უამრავი რამ წყალში ჩაიყრება, რაც კი გაგვიკეთებია". "ლეოს ინდივიდუალური თვისებები იმდენად დიდია, რომ უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში, ძალიან გვიწყობს ხელს წარმატებაში", - დაასრულა ფაბრეგასმა. შეგახსენებთ, "ბლაუგრანამ" ნეიმარი ბრაზილიური "სანტოსიდან", 57 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბირა. რაც შეეხება მესის, გასულ სეზონში, მან 50 მატჩი ჩაატარა, 60 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |