10:28 AM
ფაბრეგასი: "მესი სხვა პლანეტიდანაა"

"არსენალის" ყოფილი ნახევარმცველი, გამოეხმაურა ლიონელ მესის "დეპორტივოსთან" გატანილი 3 ბურთის შემდეგ.

ფაბრეგასმა შეაქო მატჩის გმირი, რომელმაც ჰეთ-რიკი შეასრულა და გუნდს სამი ქულის აღებაში დაეხმარა.

"მესი ახლახანს ისევე როგორც ჩვენ, დაბრუნდა სანაკრებო მატჩიდან და გუნდში თამაში არ გაჭირვებია. ის ჩვენ ძალიან გვეხმარება, რასაც ყველა ხედავს. მესი ნამდვილად სხვა პლანეტიდანაა."-აცხადებს 25 წლის ნახევარმცველი.

"ეს ყველაფერი (წითელი ბარათი) ფეხბურთში ხდება. ჩვენ უნდა გავანაალიზოთ, იყო თუ არა ეს ჯარიმა, ან წითელი ბარათი. მაგრამ მთავარი ისაა, რომ 3 ქულის მოპოვება შევძელით."

ყოფილმა "არსენალის" კაპიტანმა ასევე ისაუბრა სეზონის სტარტზე და ის მიიჩნევს, რომ დიდი მუშაობა მოუწევთ ვილიანოვასთან ერთად.

მან განაგრძო: "მე ყოველთვის მჯერა ჩვენი შანსების. ყოველთვის ვარ ჩუმად და სრული დატვირთვით ვმუშაობ. ყველანი ძალიან კარგად ვართ მომზადებულები. გადაწყვეტილებას კი, მთავარი მწვრთნელი იღებს."

"მე ძალიან კომფორტულად ვარ, როდესაც ხავის ვცვლი. მისი პოზიცია ჩემთვის ძალიან კომფორტულია. "არსენალში" მე ამ პოზიციაზე ვთამაშობდი და გამოცდილება მაქვს. ეს ყველაფერი ჩემს თამაშს უწყობს ხელს."-დაასრულა ესპანელმა ნახევარმცველმა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ "კატალონიელები" სამშაბათს შოტლანდიაში გაემგზავრებიან, სადაც "ჩემპიონთა ლიგაზე" ადგილობრივ "სელტიკს" დაუპირისპირდებიან.
 

წყარო: soccernews.com

ნანახია: 279 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ფაბრეგასი: მესი სხვა პლანეტიდანაა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: