9:17 PM
ფაბრეგასი: იოზილი “რეალის” საუკეთესო მეორე ფეხბურთელი იყო



"ბარსელონას” ნახევარმცველი გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გაყიდვასთან დაკავშირებით, "რეალის” გადაწყვეტილებამ გააოგნა.

მესუთ იოზილი ლონდონის "არსენალში” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ საათებში გადაბარგდა. მადრიდულმა კლუბმა ნახევარმცველის სანაცვლოდ დაახლოებით 50 მილიონი ევრო მიიღო.

სესკ ფაბრეგასი მიიჩნევს, რომ "არსენალმა” ხელში შესანიშნავი შემსრულებელი ჩაიგდო.

"იოზილი კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ "რეალის” საუკეთესო მეორე ფეხბურთელი იყო. შემიძლია ჩემი თავი მას შევადარო, რადგან ჩვენ თამაშის თითქმის ანალოგიური სტილი გვაქვს. იგი "არსენალისთვის” მშვენიერი შენაძენია”.

გარდა ამისა, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ "ბარსელონას” დატოვება არ უნდა და კარიერის კატალონიურ კლუბში დასრულებას აპირებს.

წყარო: Goal.com

ნანახია: 278 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: