11:39 AM
ფაბრეგასი: "ესპანეთის ჩემპიონატი უფრო რთულია, ვიდრე ინგლისის"



ლონდონის "არსენალის" ყოფილმა და ამჟამად "ბარსელონას" ფეხბურთელმა, სესკ ფაბრეგასმა ინგლისური და ესპანური ლიგები შეადარა, ასევე მან ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები გამოყო.

 

 – ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი კანდიდატები კვლავ ის გუნდები არიან, რომლებიც არაერთხელ იყვნენ ამ ტურნირის ფინალში და კიდევ შესწევთ იქ მოხვედრის უნარი: "ბარსელონა", "რეალი", "ბაიერნი", "მილანი", "მანჩესტერ იუნაიტედი".

 

 – ესპანეთის ჩემპიონატში ყველაფერი კანონზომიერია: 2004 წლის შემდეგ ჩემპიონი ან "ბარსელონა" ხდება, ან "რეალი". მოსაწყენი არ არის?

 

 – არა. იცით რამ გამაკვირვა, როცა ესპანეთის ჩემპიონატში დავბრუნდი? მე უეცრად მივხვდი, რომ ჩვენი ლიგა ინგლისის ჩემპიონატზე რთულია. დიახ, "ბარსელონა" და "რეალი" აქ სუპერკლუბები არიან და მათ ვერ უწევენ წინააღმდეგობას, მაგრამ ინგლისის ჩემპიონატის მოგება უფრო ადვილია, ვიდრე ესპანეთის. აი ასეთი პარადოქსია. ინგლისის ჩემპიონატში დიდი კონკურენციაა, თუმცა შენ 5–6 მატჩის წაგება შეგიძლია და მაინც გექნება საჩემპიონო შანსები. აქ კი ვერც ჩვენ და ვერც "რეალს" ფრის თამაშის უფლება არ გვაქვს, არათუ წაგების. ერთი წაგება და საჩემპიონო მედლები საეჭვოა. ტაქტიკურად ასევე ესპანური გუნდები უფრო განსწავლულები არიან. აქ რთულია გატანა, გადაცემების გაკეთება, შესღუდულია სივრცეები. ფეხბურთელებს დიდი კონცენტრაცია ჭირდებათ, მეტოქეები შეცდომებს იშვიათად უშვებენ. ინგლისში შეიძლება უფრო ხალისიანი მატჩებია, თამაშები უფრო საინტერესოა. აქ კი უფრო მეტად თავიდ უნდა იფიქრო, ვიდრე ფეხებით.

 

 – ძლიერ შეიცვალა "ბარსელონა" გვარდიოლას წასვლის შემდეგ?

 

 – ჩემი აზრით ეს იგივე გუნდია. ვაკეთებთ იმას, რასაც პეპის დროს ვაკეთებდით. ისევე ვარჯიშობთ, ისევე ვემზადებით, ვხურდებით, ვარჩევთ მატჩებს, განვიხილავთ ტაქტიკას, ვჭამთ იგივე საჭმელს. ის, რაც გვარდიოლას და ვილანოვას განასხვავებთ ურთიერთობის მანერაა. ეს ნორმალურია, ყველა ადამიანს საკუთარი სტილი აქვს.

ნანახია: 290 | დაამატა: ROM@NI | ტეგები: ინგლისი, ბარსელონა, ესპანეთი, SPAIN, არსენალი, arsenal, Barcelona | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: