11:45 AM
ფაბრეგასი 4 კვირა ვერ ითამაშებს



კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი, საეჭვოა, რომ მოედანს 2012 წელს დაუბრუნდეს.

კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სესკ ფაბრეგასი გუნდს 4 კვირა ვერ დაეხმარება. ფეხბურთელს ბარძაყის ტრავმა აღენიშნება. 

შემტევმა ნახევარმცველმა, დაზიანება გუშინდელ გასვლით შეხვედრაში "ბეტისთან" მიიღო და ის ალექსის სანჩესმა შეცვალა მატჩის მე-10 წუთზე.

შესაძლოა კლუბმა, კარლეს პუიოლიც დაკარგოს, რომელიც "ბეტისთან" მატჩის დასრულების შემდეგ, მარჯვენა ფეხზე ტკივილებს გრძნობდა, მაგრამ მისი დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია.
ნანახია: 275 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: