2:49 PM
"პსჟ" ინსინიეთი დაინტერესდა

ახალგაზრდა ნიჭიერი იტალიელი თავდამსხმელის ლორენცო ინსინიეს აგენტმა პარიზული კლუბის მისი კლიენტისადმი ინტერესი დაადასტურა.

აღსანიშნავია,რომ ზაფხულში "პსჟ"-მ მარკო ვერატი გაიფორმა,მაგრამ,როგორც ჩანს,პარიზელები ამით არ დაკმაყოფილებულან და კიდევ ერთი იტალიელი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაბირებას აპირებენ,ამჯერად მათი ინტერესების სფეროში "ნაპოლის" ფორვარდი ლორენცო ინსინიე მოხვდა.

"ლორენცო ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო იტალიელ ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება,რომელსაც შეუძლია შესანიშნავი თამაში შემოგვთავაზოს",-განაცხადა ანტონიო ოტაიანომ Radio CRC-სთან ინტერვიუში.

"სწორედ ამიტომ,არ არის გასაკვირი,რომ "პსჟ"-ს ასეთი კალიბრის ფეხბურთელის გადაბირება სურს.მაგრამ,ჯერჯერობით,არანაირი ოფიციალური შემოთავაზება არ მოგვსვლია".

შეგახსენებთ,რომ ინსინიე "ნაპოლიში" ამ ზაფხულს დაბრუნდა,იგი ნეაპოლურ კლუბს "ფოჯაში" და "პესკარაში" ჰყავდა განათხოვრებული.
 

წყარო: Football Italia

ნანახია: 265 | დაამატა: RoM@N | ტეგები: პსჟ ინსინიეთი დაინტერესდა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: