2:01 PM პრანდელი: “კლუბში მუშაობა მენატრება” | |
![]() იტალიის მთავარმა მწვრთნელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სავსებით შესაძლებელია, საკლუბო კარიერა განაახლოს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან ჩეზარე პრანდელის მოქმედი კონტრაქტი ბრაზილიაში გასამართი 2014-წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეწურება. "ოფიციალურ განცხადებაში მომავალში გავაკეთებ, როდესაც შესაფერისი დრო დადგება, – აცხადებს მწვრთნელი. – ვერ ვიტყვი, გავაგრძელებ იტალიის ნაკრებთან ერთად მუშაობას, თუ საკლუბო მუშაობას დავუბრუნდები. მაგრამ, შემიძლია დავადასტურო, რომ კლუბში მუშაობა მენატრება”. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ გუშინ, "სკუადრა აძურამ” ჩეხეთთან (2:1) მოპოვებული გამარჯვებით მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გაინაღდა. წყარო: Football Italia | |
|
სულ კომენტარები: 0 | |