9:15 PM
პოლი: “კაკა “მილანის” ლიდერი იქნება”



"მილანის” ნახევარმცველი, ანდრეა პოლი მიიჩნევს, რომ კლუბში კაკას დაბრუნება გარდამტეხი მომენტია.

მოგეხსენებათ, ბრაზილიელი "მილანში” თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა, როდესაც ფეხბურთელმა კლუბი ოთხი წლის წინ 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვა და "რეალში” გადაბარგდა.

"იგი საოცარი ფეხბურთელია, მისი დაბრუნება ძალიან მიხარია, – აცხადებს პოლი. – იგი ძალიან მშიერი დაბრუნდა, და დარწმუნებული ვარ, რომ წინ დიდი მიღწევები ელოდება. მასთან ერთად თამაში დიდი პატივია. რიკარდო ჩვენი ლიდერი იქნება”.

"როსონერიში” დაბრუნების შემდეგ, კაკას ოფიციალური დებიუტი სერია ა-ს მესამე ტურის ეგიდით, "ტორინოსთან” გასამართ დაპირისპირებაში უნდა შედგეს.

წყარო: Goal.com

ნანახია: 281 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: