9:30 PM
პოგბა “იუვესგან” ხელფასის გაზრდას ითხოვს



ნახევარმცველი თავისი კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებას გეგმავს.

Sport mediaset-ის ცნობით, პოლ პოგბას აგენტმა ტურინელებს კლიენტის ანაზღაურების გაზრდა მოსთხოვა.

20-წლის ფეხბურთელი "იუვენტუსში” "ემიუდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით ერთი წლის წინ გადაბარგდა და ანტონიო კონტეს გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილიც დაიმკვიდრა. მიუხედავად ამისა, მთელი ამ დროის განმავლობაში ფეხბურთელი წელიწადში მხოლოდ 800 ათას ევროს იღებს, სწორედ ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, მხარეებმა ახალი კონტრაქტი განიხილონ.

ფრანგი ელოდება, რომ ტურინელები მას ყოველწლიურ ანაზღაურებას ოთხ მილიონ ევრომდე გაუზრდის, მაგრამ, ჯერჯერობით, კლუბი მზადაა ახალგაზრდა ვარსკვლავს სეზონში მხოლოდ 1,5 მილიონი გადაუხადოს.

წყარო: Sport mediaset

ნანახია: 277 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: