გთავაზობთ ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ნახევრის შეჯამებას.
პროგრესი
მადრიდში დიეგო სიმეონეს დაბრუნებას "ატლეტიკოს" გულშემატკივრები ოპტიმიზმით შეხვდნენ.ამ ფეხბურთელს მადრიდში ყველა აფასებს,თუმცა ძალიან ბევრს მის სამწვრთნელო ნიჭში ეჭვი ეპარებოდა.მაგრამ,პირველივე სეზონში დიეგომ ძალიან კარგ შედეგებს მიაღწია და გუნდს ევროპის ლიგაც მოაპოვებინა."ატლეტიკომ" ფინალში "ბილბაო" გაანადგურა ანგარიშით 3:0.
მიმდინარე სეზონში კი სიმეონე გუნდს საოცრად ათამაშებს - "ატლეტიკო" ლა ლიგის პირველი ნახევრის შემდეგ ჩემპიონატში მეორე ადგილს იკავებს,უსწრებს რა მოსისხლე მტერს მადრიდის "რეალს" მთელი შვიდი ქულით.მადრიდელთა გულშემატკივრებისთვის ეს შესანიშნავი საშობაო საჩუქარია.
რეგრესი
ჯერ კიდევ გასულ სეზონში "ატლეტიკი" მარსელო ბიელსას მეთაურობით შესანიშნავ შემტევ თამაშს აჩვენებდა,რისი წყალობითაც გუნდი ევროპის ლიგისა და ესპანეთის თასის ფინალში გავიდა.მართალია ჩემპიონატში საქმე მარსელოს გუნდს მთლად კარგად არ მისდიოდა,მაგრამ ამას ყურადღებას არავინ აქცევდა.
ახლა კი "ბილბაო" ძალიან ცუდად გამოიყურება.გუნდიდან წავიდა ხავი მარტინესი,ფერნანდო ლიორენტე წასვლას აპირებს,რომელმაც კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა და პირველი ნახევრის მთელი რიგი მატჩები სათადარიგოთა სკამზე გაატარა.თუ გასულ სეზონში ბასკები ძალიან ცოტას უშვებდნენ და ბევრს იტანდნენ,წლევანდელ სეზონში ლა ლიგის ჩატარებულ 17 მატჩში "ბილბაოს" ბურთების შეფარდება - "-13"-ია,რაც დამეთანხმებით ძალიან ცუდი შედეგია.ამ მაჩვენებლით ბასკები მხოლოდ ბოლო ადგილზე მყოფ "დეპორტივოს" ჯობნიან.

"ატლეტიკის" გულშემატკირებს საქმე ნამდვილად ცუდად წაუვიდათ.გარდა ჩემპიონატში ძალიან ცუდი ასპარეზობისა გუნდი ევროპის ლიგიდან და კოპა დელ რეიდან უკვე გამოვარდა.სწორედ ამიტომ,მარსელო ბიელსას მომავალი "ბილბაოში",რომელიც ზაფხულში წასვლასთან ახლოს იყო,კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
შედეგი
"სამეფო კლუბი" ყოველთვის დიდ ყურადღებას იქცევს.არამხოლოდ მაშინ,როდესაც კლუბი თამაშებს ზედიზედ მიყოლებით იგებს,არამედ მაშინაც,როცა კლუბს ჩავარდნა აქვს და საკუთარ მოედანზე მნიშვნელოვან ქულებს კარგავს.
ლა ლიგის პირველი ნახევარი "ბლანკოსმა" არც თუ ისე კარგად ჩაატარა.2013 წელს "თეთრები" კარგი განწყობით ნამდვილად ვერ ხვდებიან - გუნდის გასახდელში,ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,დაძაბული ატმოსფეროა,ფეხბურთელები მთავარი მწვრთნელის მიმართ ცუდად არიან განწყობილნი,რადგან იგი კლუბის მნიშვნელოვან ფეხბურთელებს არ აფასებს,ამას ადასტურებს ის ფაქტიც,რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ გუნდის დატოვების წინააღმდეგი არაა...

ეს რათქმაუნდა ბოლოდროინდელ ნაჩვენებ შედეგებზეც აისახება.პირველი ნახევრის ბოლო ტურის მატჩის შემდეგ,"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა,რომ ესპანეთის ლა ლიგის მოგების შანსი მისმა გუნდმა უკვე დაკარგა.ასევე სავსებით შესაძლებელია,რომ "რეალს" ჩემპიონთა ლიგის ნაადრევად დატოვება მოუწიოს,რადგან იგი მერვედფინალში "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება,რომელიც საოცარ ფორმაშია.
იდეალური ტრანსფერი
გასულ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ესპანური კლუბებმა ბევრი ახალი ფეხბურთელი შეიძინეს და მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ.იდეალური ტრანსფერები ნამდვილად იყო,მაგრამ მათ შორის რამოდენიმეს გამოვარჩევთ.

პირველ რიგში ალბათ უნდა ავღნიშნოთ "ვალიადოლიდის" ხელმძღვანელობის მუშაობა,რომელმაც თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების 25-წლის ექს-ფეხბურთელი,ამპლუით შემტევი ნახევარმცველი,პატრიკ ებერტი გადაიბირა.ესპანეთის ლა ლიგაში ებერტმა "ვალიადოლიდის" მაისურით 12 მატჩი ჩაატარა 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაც გააკეთა - ალბათ ეს ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში გადმოსული კლუბის მთავარ დამრტყმელ ძალად უნდა მივიჩნიოთ.
ასევე არ უნდა დავივიწყოთ ობაფემი მარტინსი,რომელიც ესპანეთში გადმობარგების შემდეგ საოცრად ათამაშდა,ყაზანის "რუბინში" ჩაგდებული ორი სეზონის შემდეგ."ლევანტემ" ასევე გადაიბირა გერმანული "აინტრახტიდან" ბერძენი თავდამსხმელი ტეოფანის გეკასი მაგრამ ამ ფეხბურთელმა მასზე დამყარებული იმედები ვერ გაამართლა.
სატრანსფერო მარცხი
ლა კორუნიაში გასულ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე რამოდენიმე პორტუგალიელი ფეხბურთელი გადაბარგდა,თუმცა მათ დამყარებული იმედები ნამდვილად ვერ გაამართლეს.გუნდმა დიდი ცვლილებები განიცადა,მაგრამ,მიუხედავად ამისა,ამას წარმატება არ მოუტანია პირიქით...
"დეპორტივო" სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფება,მაგრამ ლა ლიგაში დარჩენის შანსი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს,მიუხედავად ამისა,ამ მისიის შესრულება ასეთ ფორმაში მყოფ ლა კორუნიულ კლუბს მაინც გაუჭირდება.ზაფხულში გადმობარგებული ფეხბურთელები ნელსონ ოლივეირა და ანდრე სანტუში მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში ძირითად შემადგენლობაში არცერთ მატჩში არ გამოსულან,ტიაგუ პინტუმ და როდერიკმა კი სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარეს.გამონაკლისია ევალდო და პიცი,რომლებიც "დეპორტივოს" სასტარტო შემადგენლობაში ადგილები დაიმკვიდრეს.მათგან ბოლო კი მასზე დამყარებულ იმედებს ესე თუ ისე ამართლებს - მან ლა ლიგის პირველ ნახევარში ლა კორუნიელთა მაისური 15 მატჩში მოირგო და 4 გოლი გაიტანა,აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ ამ ოთხი გოლიდან ახალგაზრდა პორტუგალიელმა ორი გოლი სატურნირო ცხრილის ლიდერს "ბარსელონას" გაუტანა.
ლა ლიგის პირველი ნახევრის სიმბოლური ნაკრები
ანდრეს ფერნანდესი – კარლოს მარტინესი, დემიკელისი, ბალესტეროსი, ალბა – კამაჩო, ბენიატი, ინიესტა – მესი, ფალკაო, რონალდუ

ყველაზე მეტი
- გოლები: მესი - 26, ფალკაო - 17, რონალდუ - 14
- საგოლე გადაცემები: ინიესტა - 10, ფაბრეგასი - 9, პედრო – 6, ბენიატი, ნაჩო, ბენზემა, მესი, მიჩელი, ვიქტორ როდრიგესი - 5
- ყვითელი ბარათები: ბენიატი, საპუნარუ, დამია, ვაკასო - 9
- წითელი ბარათები: ერერა, ფასიო, მედელი, კაბრალი, რიკარდუ კოშტა - 2
- გადაცემები: ხავი - 1735, ბუსკეტსი - 1327, ხაბი ალონსო - 1130
- დარტყმები: რონალდუ - 124, მესი - 90, პოშტიგა, იაგო ასპასი - 59
- თამაშგარეში მოხვედრა: პოშტიგა - 28, სავიოლა, რიკი - 20
- ართმევები: უგო მალიო - 79, ვიქტორ პერესი - 78, ირინეი - 73
- ჩაჭრები: კამაჩო - 54, ველიგტონი - 53, ვიქტორ სანჩესი, ჟერომელი - 50.