11:02 AM პირლო “იუვენტუსთან” გაახანგრძლივებს | |
![]() "იუვენტუსის” გენერალური დირექტორი პრაქტიკულად დარწმუნებულია, რომ ანდრეა პირლო კლუბთან მოქმედ ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს. ნახევარმცველს იტალიის ჩემპიონთან მოქმედი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება, მაგრამ, ბეპე მაროტა დარწმუნებულია, რომ 34-წლის ფეხბურთელი ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს. "პირლო? ამ საკითხთან დაკავშირებით, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი”, – განაცხადა მაროტამSky Sport Italia-სთან საუბრისას. შემდეგ, მან იტალიასა და ჩეხეთს შორის გამართულ მატჩზე ისაუბრა, რომელიც "იუვენტუსის” სტადიონზე ჩატარდა. "ეს ის ქალაქია, რომლის დნმ-შიც სპორტია ჩანერგილი. იგი არამხოლოდ ფეხბურთს ეწყობა შესანიშნავად, არამედ ბევრ სხვასაც. გვინდა საფეხბურთო ასოციაციას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ამ მნიშვნელოვანი მატჩის ჩვენს ქალაქში ჩატარებისთვის დიდი მადლობა გადავუხადოთ”. წყარო: Sky Sport Italia | |
|
სულ კომენტარები: 0 | |