12:42 PM
პინტოს ვალდესის შემცვლელის როლი აკმაყოფილებს




კატალონიის "ბარსელონას" 37 წლის მეკარე, ხოსე მანუელ პინტო, კლუბში თავისი როლით კმაყოფილია, სადაც ის ვიქტორ ვალდესის შემცვლელია.

"მე "ბარსელონაში" ყველაფერი მაკმაყოფილებს. ყოველ წელს ჟურნალისტები ამ თემას წინ წევენ. მათი აზრით, მე არ მაქვს შანსი იმისა, რომ მივიღო პირველი მეკარის სტატუსი, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს," - განაცხადა პინტომ RAC1-თან ინტერვიუში.

"მე და ჩემი ოჯახი ბარსელონაში ბედნიერები ვართ და თუ გუნდს დავჭირდები, მაშინ რა თქმა უნდა აქ დარჩენით მოხარული ვიქნები. თუკი, ტიტო ვილანოვა ვიქტორ ვალდესს ჩემზე წინ აყენებს, მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ იმის კარგად შესრულებას ვცდილობ რა ფუნქციაც მაკისრია კლუბში," - დაასრულა ხოსე მანუელ პინტომ.
ნანახია: 286 | დაამატა: ROM@NI | ტეგები: პინტოს ვალდესის შემცვლელის როლი აკმ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: