11:07 AM პედრო: “გვინდა, რომ ვალდესი “ბარსელონაში” დარჩეს” | |
კატალონიური გრანდის ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ ვიქტორ ვალდესი "კამპ ნოუდან” წასვლას გადაიფიქრებს. "ვალდესს უნდა ჰკითხოთ, შევძლებთ თუ არა გუნდში დარჩენაში მის დარწმუნებას”, – აცხადებს პედრო. "რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ მან კარიერა "ბარსელონაში” გააგრძელოს, რადგან ვიქტორი გუნდისთვის იდეალური მეკარეა. იგი ამას უკვე წლებია, რაც ამტკიცებს”. "ვიქტორი – მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერია და, თუ ის წავა, მაშინ ძალიან დაგვაკლდება, რადგან გასახდელში იგი ძალიან პატივსაცემი ადამიანია”, – დაამატა "ბლაუგრანასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ვინგერმა. წყარო: El Mundo Deportivo | |
|
სულ კომენტარები: 0 | |