6:30 PM
პუიოლმა გუნდთან ერთად ივარჯიშა



გუნდმა დღეს დილით ვარჯიში განაახლა მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს "სელტიკთან" დამარცხდა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში. "ბარსელონას" კვირას, "მალიორკასთან" გასამართი  შეხვედრისთვის ემზადება. კარლეს პუიოლმა 2 ოქტომბერს, "ბენფიკასთან" მიღებული დაზიანების შემდეგ პირველად ჩაატარა თანაგუნდელებთან ერთად სრული ვარჯიში. კაპიტანი 2 კვირის განმავლობაში მოედანზე განცალკევებით ვარჯიშობდა, თუმცა დღეს ის გუნდს დაუბრუნდა.

 

ტიტო ვილანოვას ასევე სერხიო ბუსკეტსთან ერთად მუშაობის საშუალება მიეცა, რომელმაც უკანასკნელი შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. სესიაზე "ბარსელონა ბ"–ს მოთამაშეები, ტელიო, კვინტილა და მიგელ ანხელი იმყოფებოდნენ.

 

ისევე როგორც ორშაბათის ვარჯიშზე ტიაგო ალკანატარა კვლავ მოედანზე იტვირთებოდა, თუმცა ის თანაგუნდელებისგან განცალკევებით, სპეციალური პროგრამით ვარჯიშობდა.

 

ფეხბურთელები სავარჯიშო მოედანს ხვალ, 17 საათზე დაუბრუნდებიან. 17:50 საათზე კი გუნდი გეზს მალიორკასკენ აიღებს, სადაც კვირას, 20:50 საათზე "მალიორკას" დაუპირისპირდება.

ნანახია: 302 | დაამატა: RoM@N | ტეგები: პუიოლმა გუნდთან ერთად ივარჯიშა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: