4:23 PM
პუიოლი შესაძლოა “მილანში” ვიხილოთ




ხშირმა ტრავმებმა, ასევე იმ ფაქტმაც, რომ "ბარსელონა” დაცვის ხაზში რევოლუციას გეგმავს, შესაძლოა კატალონიური გუნდის კაპიტანი იქამდე მიიყვანოს, რომ მან კარიერის განმავლობაში თავისი ერთადერთი კლუბი დატოვოს.

ორი წამყვანი ესპანური გამოცემა Marca და AS, კატალონიურ ტელეკანალ BTV-ზე დაყრდნობით, იუწყება, რომ კარლეს პუიოლი "კამპ ნოუს” დატოვებასთან ძალიან ახლოსაა. ამ ინფორმაციას ასევე კატალონიური Mundo Deportivo-ც ადასტურებს.

ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გუნდის ხელმძღვანელობასთან და სამედიცინო პერსონალთან კონფლიქტი სახელდება. კარლესი მიიჩნევს, რომ მას პატივისცემით არ ეპყრობიან და ზოგჯერ მის ჯანმრთელობას დიდ ყურადღებას არ აქცევენ, რაც გახშირებულ დაზიანებებს იწვევს.

გარდა ამისა, "ბარსელონას” კაპიტანი იმ ფაქტსაც აქცევს ყურადღებას, რომ ამ ზაფხულს კლუბი ახალი შენაძენებით დაცვის ხაზის სერიოზულად გაძლიერებას გეგმავს. პუიოლს ესმის, რომ ახალი შემსრულებლების მოსვლის შემთხვევაში მას უფრო ნაკლები სათამაშო დრო მიეცემა, პლიუს, თუ ამას გახშირებული ტრავმებიც დაემატა.

გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი, რომელმაც გასულ ზაფხულს "ბარსელონასთან” კონტრაქტი 2016-წლამდე გაახანგრძლივა, შესაძლოა "მილანში” გადაბარგდეს. თავად კარლესს არასდროს დაუმალია, რომ მას "როსონერის” თამაში მოსწონს, ერთ-ერთ მის კუმირად კი პაოლო მალდინი ითვლება. რადგან ვეტერანი მცველი "ბარსელონას” უკვე აღარ სჭირდება, მაშინ შესაძლოა იგი "მილანს” დასჭირდეს, სადაც ადრიანო გალიანი ამ ზაფხულს ახალი ფეხბურთელების ყიდვას აპირებს, სწორედ ამიტომ, ეს ტრანსფერი სავსებით რეალურია.

ნანახია: 290 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: