10:21 AM პუიოლი შესაძლოა “ბარსელონადან” წავიდეს | |
![]() საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა ესპანურ პრესაში. როგორც ესპანური გამოცემა Sport იტყობინება, კარლეს პუიოლმა ზაფხულში შესაძლოა კატალონიის "ბარსელონა” დატოვოს. კატალონიური გუნდის კაპიტანს ბოლო პერიოდში თავის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, რაც გუნდის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით ჭორებს წარმოშობს, მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ მან კლუბთან კონტრაქტი 2016-წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დიდი ნაწილი პუიოლმა გაუთავებელი ტრავმების გამო გამოტოვა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |