10:46 AM პუიოლი ორ თვეს გამოტოვებს | |
![]() "ბარსელონას” ექიმებმა გუნდის კაპიტნის კარლეს პუიოლის გამონჯამრთელების სავარაუდო თარიღი დაასახელეს. ის არც თუ ისე ოპტიმისტური აღმოჩნდა, როგორც რამოდენიმე საათის წინ შეგატყობინეთ. შეგახსენებთ, გუშინ პუიოლმა მუხლზე ოპერაცია გადაიტანა, მას ართროსკოპია ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ ექიმებმა განაცხადეს, რომ "ბარსელონას” კაპიტანს უქმობა დაახლოებით რვა კვირის განმავლობაში მოუწევს. "აღდგენითი პროცესების დრო შესაძლოა შეიცვალოს. ეს შეიძლება ოთხი კვირა გაგრძელდეს, შეიძლება რვა. ყველაფერი კარლესის ორგანიზმზე იქნება დამოკიდებული”. მიმდინარე სეზონში პუიოლმა გაუთავებელი ტრავმების გამო ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ 13 შეხვედრა ჩაატარა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |