1:51 PM
პუიოლი: "მსურს "მილანს" შევხვდეთ"


"ბარსელონას" კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა, იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, "როსონერის" დაუპირისპირდება.

"ვინ გვინდა ჩვენ მეტოქედ? სიმართლე გითხრათ სულერთია, მაგრამ მე მიყვარს "მილანის" ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში, რადგან მე აღფრთოვანებული ვარ ამ გუნდით."-აცხადებს კარლეს პუიოლი.

"ჩვენი სეზონი გრძელდება და ახლა ყველაზე მეტად "კოპა დელ რეიზე" და პრიმერაზე ვართ ორიენტირებულნი".

"მესი? ჯერ არ მინახავს ის. ახლა ექიმის განკარგულებაში იმყოფება. იმედია, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება."-დაასკვნა "ბარსას" ვეტერანმა ფეხბურთელმა.
 
ნანახია: 287 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: