8:08 PM
პუიოლი კიდევ ერთ ოპერაციას გაიკეთებს



დღეს, "ბარსელონას” კაპიტანს ოპერაცია ჩაუტარდება.

კატალონიური გრანდის ოფიციალური საიტი იტყობინება იმის შესახებ, რომ კარლეს პუიოლს დაზიანებულ მუხლზე ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება.

პუიოლს მუხლის პრობლემა უკვე დიდი ხანია, რაც აწუხებს და ჩატარებული მრავალი ტესტის შემდეგ, ფეხბურთელს კისტა აღმოაჩნდა, რომლის მოშორებაა საჭირო.

სავარაუდოდ, ამ პროცედურის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელს 3-4 კვირის გამოტოვება მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ 35-წლის მცველი ახალი სეზონის სტარტს მომზადებული შეხვდება.

წყარო: www.fcbarcelona.com

კატეგორია: ესპანეთი | ნანახია: 353 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: