12:58 PM პუიოლი “ბაიერნთან” გასამართი მატჩებისთვის მზად იქნება? | |
![]() "ბლაუგრანას” ცენტრალური მცველი მუხლის ტრავმის შემდგომ აღდგენით პროცესებს აგრძელებს. "ბარსელონას” ბანაკიდან ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით, მედიამ ცნობილი გახადა ის ფაქტი, რომ პუიოლის რეაბილიტაციის პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ძალიან მალე კარლეს გუნდს დაუბრუნდება. იტყობინებიან, რომ 35-წლის მცველი "ბაიერნის” წინაამდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ პირველ დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს, რომელიც მომდევნო კვირაში გაიმართება. ჯერჯერობით, "ბარსელონა” ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ პუიოლი მოედანზე ჯერ კიდევ მარტის თვის შუა რიცხვებიდან აღარ გასულა. სწორედ გასულ თვეში ჩაუტარდა კარლესს მუხლზე გადატანილი ოპერაცია. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |