12:51 PM “პსჟ” მზადაა რუნის კვირაში 300 ათასი ფუნტი გადაუხადოს | |
![]() პარიზელები "მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელს მიმზიდველ შეთავაზებას უმზადებენ. უეინ რუნის "მანჩესტერიდან” შესაძლო წასვლის საკითხმა აქტუალურობა მას შემდეგ შეიძინა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ "წითელი ეშმაკუნებს” სერ ალექს ფერგიუსონი დატოვებს. გარდა ამისა, შოტლანდიელმა სპეციალისტმაც დაადასტურა, რომ ინგლისელმა თავდამსხმელმა ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა. აწ უკვე დასრულებულ სეზონში, "პსჟ”-მ საფრანგეთის ჩემპიონატი კი მოიგო, მაგრამ მომავალ სეზონში, "მონაკოს” სახით, პარიზელებს სერიოზული კონკურენტი ეყოლებათ. შესაბამისად, დედაქალაქელებსაც დასჭირდებათ გაძლიერება. Daily Express-ის ცნობით, "პარი სენ ჟერმენის” ერთ-ერთი სამიზნე სწორედ უეინ რუნია. ინგლისური წყაროს ცნობით, ფრანგები რუნის 4-წლიან კონტრაქტსა და კვირაში ხელფასის სახით 300 ათას ფუნტს სთავაზობენ. შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ემიუს” "ათიანის” ყოველკვირეული ხელფასი 250 ათას ფუნტს შეადგენს. "პსჟ”-ს გარდა, რუნის შეძენით "ჩელსი”, "არსენალი” და "სიტიც” არიან დაინტერესებულნი, თუმცა ფრანგები ფეხბურთელში ყველაზე მეტს, 30 მილიონ ფუნტს იხდიან. წყარო: Daily Express | |
|
სულ კომენტარები: 0 | |