12:43 PM
"პსჟ"-მ ლუკას მოურა წარადგინა



ბრაზილიური "სან-პაულუს" ყოფილი ნახევარმცველი პარიზელების ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.

"პსჟ"-ში გადასვლა - ჩემთვის ახალი გამოწვევაა. ამ ჩემს გადაწყვეტილებაში დიდი როლი ლეონადრომ ითამაშა. კარგია, რომ სეზონი ბრაზილიაში დავასრულე",-განაცხადა ლუკასმა.

"პსჟ"-ში ბრაზილიელი ფეხბურთელები უკვე ასპარეზობენ, ვიმედოვნებ, რომ მე მათ შევეწყობი და ერთად კლუბის დიდ ისტორიას შევქმნით და გულშემატკივრების გულს მოვიგებ".

"ჩემგან ყველა ბევრს ელის, მზად ვარ ეს მოლოდინი გავამართლო. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მინდა გავხდე",-დაასრულა ახალგაზრდა ნიჭიერმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ლუკას მოურამ.
 
ნანახია: 292 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: