8:00 PM
"პსჟ"-მ გვარდიოლასთან დაიწყო მოლაპარაკებები




როგორც L’Equipe იუწყება, პარიზული გუნდის მფლობელების ნათესავებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ "პსჟ"-მ "ბარსელონას" ყოფილ თავკაცთან დაიწყო მოლაპარაკებები.

ბოლო დროს საფრანგეთის დედაქალაქის წარმომადგენლები არასტაბილურ ფეხბურთს ანახებენ და შეიხები ნამდვილად არ არიან ანჩელოტით კმაყოფილები. გასულ კვირას "პარი სენ ჟერმენი" ლიგის თასიდან გამოვარდა, ხოლო გასულ უქმეებზე ლიგა 1-ში მორიგი მარცხი იწვნიეს, ამჯერად "ნიცასგან". გუნდის შემადგენლობისა და შემსრულებლების დონის გათვალისწინებით, ეს ნამდვილად არ არის ის შედეგი, რასაც შეიხები ელოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ადრე პეპმა გადაჭრით განაცხადა, რომ ზაფხულამდე არ აპირებს აქტიური სამუშაოს დაწყებას.

კატალონიელის გარდა, "პსჟ"-ს თვალთახედვის არეში არიან ჟოზე მოურინიო და არსენ ვენგერი. თუკი ანჩელოტი წლის ბოლოს არ დაელოდება და ვადაზე ადრე გადადგება დაკავებული პოსტიდან, მაშინ პარიზელთა თავკაცის ადგილს დროებით ბელგიელი ერიკ გერეტსი დაიკავებს.
 
ნანახია: 273 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: