10:10 PM
“პსჟ”-მ და “ემიუმ” დი მარიას დაუმიზნეს



არგენტინელმა ვინგერმა შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

ანხელ დი მარიას მადრიდის "რეალის” დატოვება არ უნდა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ "ბლანკოსი” გარეტ ბეილის ტრანსფერის განხორციელებას მაინც შეძლებს, მაშინ არგენტინელმა ვინგერმა აზრი შესაძლოა მალევე შეიცვალოს, რადგან გუნდში უელსელის მისვლით იგი შესაძლოა რეგულარული სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩეს, გარდა ამისა, ეროვნულ ნაკრებთან ერთად, 25-წლის ფეხბურთელის მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლის შანსები შემცირდება.

ამით სარგებლობას გეგმავენ "პსჟ” და "მანჩესტერ იუნაიტედი”, რომლებიც "რეალსა” და "ტოტენჰემს” შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს ყურადღებით აკვირდებიან, და მზად არიან, დი მარიას ტრანსფერთან დაკავშირებით, ესპანურ კლუბს ოფიციალური წინადადებით ნებისმიერ მომენტში მიმართონ.

იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენის გადახდას აპირებენ საფრანგეთისა და ინგლისის ჩემპიონები ანხელის სანაცვლოდ, რომელმაც პრიმერა დივიზიონის უკანასკნელ გათამაშებაში 32 ჩატარებულ მატჩში თავი გატანილი შვიდი გოლით გამოიჩინა, ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

წყარო: Le Parisien

ნანახია: 313 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: