10:31 AM “პსჟ” კიდევ ერთ ახალგაზრდა იტალიელს შეიძენს? | |
![]() პარიზელები სიმონე ზაზაში შვიდ მილიონ ევროს იხდიან. გასულ ზაფხულს ფრანგულმა "პსჟ”-მ სერია ა-ს ლიდერები აიძულა თავიანთი მუხლები "ეჭამათ”, ადვილად გადაიბირა "პარკ დე პრენსზე” "პესკარას” უნიჭიერესი ნახევარმცველი მარკო ვერატი და ამ ზაფხულს შესაძლოა იგივე სიტუაცია დატრიალდეს. იტალიური პრესა იტყობინება, რომ პარიზელებს 21-წლის თავდამსხმელი სიმონე ზაზა მოუნდათ, რომელიც ამჟამად სერია ბ-ში მოასპარეზე "ასკოლიში” ბრწყინავს – ფეხბურთელის ანგარიშზე, რომელზეც უფლებებს "სამპდორია” ფლობს, იტალიის მეორე დივიზიონში ჩატარებულ 33 მატჩში 18 გოლი გაიტანა. ძაძას "სამპდორიასთან” კონტრაქტი 2014-წლის ზაფხულში ეწურება და მიუხედავად გენუელების ყველა მცდელობისა, ჯერჯერობით ეს ხელშეკრულება არ გახანგრძლივებულა. სწორედ ამიტომ, სიმონეთი დიდი ხანია, რაც წამყვანი იტალიური კლუბები ინტერესდებიან – "მილანი”, "ნაპოლი” და "იუვენტუსი”, თუმცა "პსჟ” მზადააა ყველას "გადაუჯოკროს”, რომელმაც "სამპდორიას” ახალგაზრდა ფორვარდის სანაცვლოდ შვიდი მილიონი მაშინ შესთავაზა, როდესაც ამ ფეხბურთელისთვის ბრძოლაში მისი კონკურენტები ხუთზე მეტის გადახდას არ აპირებენ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |