9:35 PM
“პსჟ”: კაპელო – არა, მაშინ მანჩინი



საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონები, კარლო ანჩელოტის შემცვლელის ძებნას აგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიომ "რეალი” დატოვა და ლონდონის "ჩელსიში” გადაბარგდა, მადრიდელები მწვრთნელის გარეშე დარჩნენ და მათ ანჩელოტის მოწვევა გადაწყვიტეს, რომელიც ამჟამად "პარი სენ ჟერმენის” დამრიგებელია.

როგორც იტალიური ავტორიტეტული გამოცემა La Gazzetta Dello Sport იტყობინება, "პსჟ”-მ ფაბიო კაპელოს, გუნდში მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზა, თუმცა მან ამ ეტაპზე, რუსეთის ეროვნული ნაკრების თავკაცად დარჩენა გადაწყვიტა.

არსებული ინფორმაციით, ფრანგები ახლა რობერტო მანჩინის გადაბირებით ინტერესდებიან, რომელიც "მანჩესტერ სიტიდან” გათავისუფლების შემდეგ, ამ დროისთვის უმუშევრად რჩება.

წყარო: La Gazzetta Dello Sport

ნანახია: 327 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: