10:32 PM “პსჟ”: დანი ალვეშის ხელში ჩაგდების ახალი მცდელობა | |
![]() პარიზელებს დაცვის ხაზის გაძლიერება "ბარსელონას” ფეხბურთელით სურთ. ივნისის თვის პირველ რიცხვებში პრესა წერდა, რომ ალვეშისადმი ინტერესს ფრანგული კლუბი იჩენდა. თუმცა, მაშინ, "ბარსელონას” ოფიციალური შეთავაზება არ მისვლია. მაგრამ, მას შემდეგ, რაც "პსჟ” ლორან ბლანმა ჩაიბარა, კლუბმა ბრაზილიელი მცველისთვის ნადირობა კვლავ დაიწყო. სწორედ ფრანგული კლუბის ახლადგამომცხვარი თავკაცია ალვეშის შეძენის მთავარი ინიციატორი. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში "პსჟ” დანის თაობაზე ოფიციალურ წინადადებას გააკეთებს. თუმცა, თავის მხრივ, "ბარსელონა”, როგორც ესპანური პრესა იუწყება, ალვეშის პარიზში გაშვების სურვილით შეპყრობილი არაა. "ბლაუგრანასგან” უარის მიღების შემთხვევაში, "პსჟ”-ს სათადარიგო ვარიანტებიც გააჩნია. პრესის ცნობით, პარიზელები ბაკარი სანიასა ("არსენალი”) და მატიე დებუშის ("ნიუკასლი”) შეძენითაც არიან დაინტერესებულნი. წყარო: Lequipe | |
|
სულ კომენტარები: 0 | |