6:26 PM “პსჟ” და “ნაპოლი” ზაფხულში ამხანაგურ მატჩს გამართავენ | |
![]() "პარი სენ ჟერმენი” და "ნაპოლი” 2013/14 წლების წინასასეზონო მზადების მიმდინარეობისას ამხანაგური მატჩის გამართვას გეგმავენ. შეხვედრა 30 ივლისს, ნეაპოლში უნდა შედგეს, იტყობინება Football Italia. საინტერესოა, რომ "ნაპოლისა” და "პსჟ”-ს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის ვალდებულება 2012-წლის ზაფხულში იმ გარიგების დოკუმენტებში ჩაიწერა, რომელიც არგენტინელი თავდამსხმელის ეზეკიელ ლავესის ტრანსფერს უკავშირდება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |