7:57 PM “პსჟ” ალეგრის გადაბირებას ეცდება | |
![]() იტალიელი სპეციალისტის მომავალი, ჯერ კიდევ გაურკვევლად რჩება. ბოლოს პრესა ვარაუდობდა, რომ "რომა” მასიმილიანო ალეგრის გადაბირებას ეცდება, რომელიც სავარაუდოდ მომავალ კვირაში "მილანს” დატოვებს. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზელთა სპორტული დირექტორი ლეონარდო, მასიმილიანოს დაუკავშირდა, რომელსაც საფრანგეთის დედაქალაქში, კარლო ანჩელოტის ჩანაცვლების შესაძლებლობა ექნება. იმ შემთხვევაში, თუ ალეგრი ფრანგთა წინადადებას დათანხმდება, მას ზლატან იბრაჰიმოვიჩთან და ტიაგო სილვასთან კიდევ ერთხელ მოუწევს მუშაობა. შეგახსენებთ, ისინი ადრე ერთმანეთთან "როსონერიში” თანამშრომლობდნენ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |