10:57 PM
“პსჟ”: 25 მილიონი და ლავეცი, ვითსელის სანაცვლოდ



საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი, სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის” ნახევარმცველის თამაშით, ყველაზე მეტადაა დაინტერესებული.

როგორც სამხრეთ ამერიკული გამოცემა Ole იტყობინება, "პარი სენ ჟერმენის” ხელმძღვანელობა, შეშფოთებულია კარლო ანჩელოტის მომავლით, რომელსაც მადრიდის "რეალი” იწვევს. მიუხედავად ამისა, კლუბი სატრანსფერო ფანჯარაზე გაჩერებას არ აპირებს და კიდევ რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერებისთვის ემზადება.

მაგალითად, პარიზელები ძალიან არიან დაინტერესებულნი, "ზენიტის” 24 წლის ბელგიელი ფეხბურთელის შეძენით. რუსებმა ეს მოთამაშე, ორი წლის წინ, "ბენფიკადან” 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბირეს.

რაც შეეხება ზემოაღნიშნულ თანხას, "პსჟ”-ს ხელმძღვანელობა მის მთლიანად გადახდას არ აპირებს. ფრანგები მზად არიან, აქსელ ვითსელის სანაცვლოდ, რუსებს 25 მილიონი ევრო და არგენტინელი თავდამსხმელი, ეზიქელ ლავეცი შესთავაზონ. თუმცა, ასევე არსებობს ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დორს, "ნაპოლის” ექს-მოთამაშე შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს, სადაც მას "მილანის” ხელმძღვანელები ელოდებიან.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ რუსეთის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში, ვითსელმა 19 მატჩის ჩატარება მოასწრო და ოთხი ბურთის გატანა შეძლო. ლავეციმ, თავის მხრივ, საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში, 28 შეხვედრის გამართვა მოასწრო, მაგრამ მან მხოლოდ სამჯერ შეძლო თავის გამოჩენა.

წყარო: Ole

ნანახია: 311 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: