როგორც ჩანს, შვედი ფეხბურთელის ტრანსფერი კიევის "დინამოში" კიდევ ერთხელ ჩაიშალა.
"ჯენოას" პრეზიდენტი გუნდის ლიდერების გასხვისებას არ გეგმავს. ეს მან დღეს დაადასტურა, როდესაც გრანკვისტის, ბორიელოსა და იმობილეს შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.
"გრანკვისტი "ჯენოაში" რჩება. იმობილე და ბორიელო? ეს მათაც ეხებათ",-ციტირებს ენრიკე პრეციოზის სიტყვებს იტალიური პრესა, რომელიც მილანში ლიგის პრეზიდენტის ასარჩევად ჩავიდა.
შეგახსენებთ, რომ კიევის "დინამო" რამოდენიმე კვირა აწარმოებდა მოლაპარაკებებს "ჯენოასთან" და ტრანსფერის გარკვეული პირობებიც შეათანხმა ფეხბურთელისგან თანხმობაც მიიღო, მაგრამ, როგორც ხედავთ, ბოლო წამს გენუელების ხელმძღვანელობამ ცენტრალური მცველის გაშვება არ ისურვა.